თეა წულუკიანი – ვფიქრობ, ვენეციის კომისია მოიწონებს გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში

wulukianiიუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებულ მოლოდინზე ისაუბრა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ ვენეციის კომისია მოიწონებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში.

„არ ვიცი, ეს სიახლე რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს პრეზიდენტის აპარატს, მაგრამ კონსტიტუციურია, რომ პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და უზენაესი სასამართლო არ მონაწილეობდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში. ალბათ ასევე მოწონებული იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ 10 წელს უნდა მსახურობდნენ და არა 10 წელს და კიდევ ბევრ თვეს, როგორც აქამდე იყო პრაქტიკა, როცა იგრძელებდნენ თვითონვე უფლებამოსილების ვადას. გადაწყვეტილების გამოქვეყნების, ძალაში შესვლის წესებიც მოწონებული უნდა იყოს ალბათ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, შენიშვნები შეიძლება კვორუმთან დაკავშირებით იყოს.

„ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბარში, რომ მათ იციან, რომ პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების ან არდადების მიზნისთვის სჭირდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი, ვიდრე საქართველოს მთავრობას – საკონსტიტუციო სასამართლო იყოს უფრო ძლიერი, სტაბილური ორგანიზაცია, მართლმასჯულების ორგანო, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონმა მადრიდი ღალატში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში შეცდომით 800 პოტენციური ტერორისტის მონაცემები გაანადგურეს