თეა წულუკიანი – ვანო მერაბიშვილის ადვოკატი და მხარდამჭერები შოკში არიან

wukukianiვანო მერაბიშვილმა და მისმა გუნდმა ერთი 1 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე 2008 წლის აგვისტოში ომი მოიგო და ახლა მესამედ გაიმარჯვა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის გამო, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი და მხარდამჭერები შოკში არიან. მათი მხიარულების საბაბს ვერ ვხედავ. მე, როგორც მხარე, გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და კმაყოფილი ვარ. მგონია, რომ იმ მცირეშიც, რაც დადგინდა, დასკვნები მხოლოდ მომჩივანის ნალაპარაკევიდანაა გამოტანილი. ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებ, მეჩვენება, რომ მათ ის 4 000 ევროც არ ეკუთვნით და სახელმწიფო ბიუჯეტმა ამაზე თანხა არ უნდა დახარჯოს, რადგან საქმეში რამე ტიპის დარღვევას ვერ ვხედავ”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს საქმე შესაძლოა, ერთი წელი ან მეტი გაგრძელდეს.

“ეს საქმე შესაძლოა, ერთი წელი ან მეტი გაგრძელდეს. ჩვენ დავას იმ პატარა ნაწილშიც გავაგრძელებთ და მჯერა, რომ საწინააღმდეგო შედეგს დავაყენებთ. მათი დღევანდელი უკმაყოფილება და აქედან გამოწვეული ცრუ აჟიოტაჟი მესმის, მაგრამ მსჯავრდებულს ციხეში, ადვოკატებს კი, თავისუფლებაზე მოუწევთ, საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდონ. მე, როგორც მხარე, მათ წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, პატიმარი საკუთარმა ადვოკატმა უნდა დაინდოს.

“პატიმარი საკუთარმა ადვოკატმა უნდა დაინდოს და ტყუილსა და ილუზიაში არ უნდა ამყოფოს, რადგან პატიმრობა, კარგი პირობების მიუხედავად, ისედაც მძიმე მდგომარეობაა”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას გვარი იმ 7 მოსამართლეს შორის ფიგურირებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამაში არანორმალური არაფერია.

“ნონა წოწორია 2008 წლის თებერვალში ევროპული სასამართლოს მოსამართლედ 9 წლის ვადითაა არჩეული. მისი გვარი ფიგურირებს იმ 7 მოსამართლეს შორის, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამაში არანორმალური არაფერია. მას აქვს უფლება და ევალება კიდეც, საქართველოს წინააღმდეგ საჩივრებზე კოლეგიის წევრი იყოს. არ მაქვს რამე მიზეზი, მას მიკერძოებაში ბრალი დავდო. საზოგადოებას შესაძლოა, აღქმა ჰქონდეს, რომ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ ვანოს უერთგულა, მაგრამ ამას გამოვრიცხავ, რადგან ის მოსამართლეა, მანტია აცვია და მისი პატივისცემა ყველას გვევალება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ნაციონალური მოძრაობისთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – როცა საქმე დამნაშავე ორგანიზაციის ლიდერს ეხება, სტრასბურგის სასამართლო ძალიან დაფაცურდა