თეა წულუკიანი: წარმოდგენა არ მაქვს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ

საზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება

წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ. მედიას ვერ ვადევნებ თვალ-ყურს მთელი დღე, არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამ წუთში გამოცხადებულ გადაწყვეტილებასა და მოსამართლე ყავლაშვილის სპეციალიზაციაზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კითხვები იუსტიციის მინისტრთან.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს საქმეში, წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ. მედიას ვერ ვადევნებ თვალ-ყურს მთელი დღე და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს, მას შესაძლოა, აქვს ბევრი ხარვეზი, მაგრამ ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ოთხი წლის წინ. ეს არის პროცესი და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს, რათა 5-6 წელიწადში ჩვენ გვქონდეს საბოლოოდ იდეალური მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, არ ის იცის, რა მტკიცებულებები დევს „რუსთავი 2“-ის საქმეში.

“ბატონ ნიკას, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა მტკიცებულებები დევს საქმეში, უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც რამდენიმე თვის წინ მედიაში გამოქვეყნდა, ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო გავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი, ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი” – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუკი სასამართლო სისტემაში არის ხარვეზები, ყველაფერს კეთდება იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს.

„ჩემი მიდგომა არ არის იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის მიდგომა, რომ ვებრძოლო პერსონალიებს. ჩემი მიდგომაა, რომ კანონებით გავაჯანსაღო მართლმსაჯულება და ვფქრობ, ეს მიღწეულია ნაწილობრივ. დღევანდელი ქართული მართლმაჯულება არის უკეთესი, ვიდრე იყო და კიდევ უფრო უკეთესი იქნება 4-5 წელში, რადგან შოკიდან გამოყვანას დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი: იმედია ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს და მოიქცევა ღირსეულად
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა