თეა წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სია რომ ჩავარდნილიყო, კანდიდატებს გასაუბრებამდე არავინ მიუშვებდა

გუშინ საღამოს ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გავრცელა ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება, არაერთი საპატივსაცემო ინსტიტუტი. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს ისუტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია ჩავარდა.

„სამართლე არი ის, რომ გუშინ პარიზში გაიმართა კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა ცნობად მიიღო ჩვენს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, იმსჯელა და სამპირიანი სია სცნო დასაშვებად“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრებაც და სია რომ ჩავარდნილიყო, კანდიდატებს არავინ მიუშვებდა.

„ამიტომაც სიის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია არის ტყუილი. გაესაუბრნენ კანდიდატებს. შემდეგ გადაწყდა, რომ რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, კნადიდატებს კენჭი ეყაროს იანვარში. ჩვენ, მთავრობას, არსად არ გევჩქარება. დღესაც რომა არჩეულიყო ამ სამიდან ერთ-ერთი, ვერ დაიწყებდა საქმიანობას, რადგან მოქმედი მოსამართლე სახეზეა და მას ვერავინ ვერ შეეხება თებერვლამდე. ესაა სიმართლე და ნამდვილი ახალი ამბავი,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: გისურვებთ, რომ მშვიდობისა და განვითარების გზაზე ხელიხელჩაკიდებულს ევლოს საზოგადოების ყველა წევრს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი2“-ის ორი სარჩელი დააკმაყოფილა