თეა წულუკიანი: საარჩევნო გარემო ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უწყებაში უკვე მუშაობენ შესაბამისი დეპარტამენტები პრემეირის მიერ გაცემული დავალებაზე, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არსებული სასჯელის გადახედვას ეხება.
როგორც წულუკიანი აცხადებს, საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ძალადობისგან.

“ჩემს სამინისტროში უკვე გადაცემულია ეს დავალება სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკურ დეპარტამენტებში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას, რომ ჩავხედოთ როგორია სხვა ქვეყნის პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში და მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს ისეთ შემთხვევებზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ან არჩევნების დროს მიმდინარე პროცესს ეხება და ჩვენ, არამხოლოდ, ადმინისტრაციული სანქციების მიმართულებით ვიფიქროთ, არამედ, ვიფიქროთ იმაზეც, რომ თუ ერთხელ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ შეიცვლის ქცევის წესს, მაშინ რა შეიძლება მოხდეს. არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის სანქციაც. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ გამოსავალს და პასუხებს, რადგან საარჩევნო გარემო უნდა იყოს გაუმჯობესებული და ის უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან”, – განაცხადა წულუკიანმა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაწესებული სასჯელის გადახედვის ინიციატივით მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. პრემიერ-მინისტრმა თეა წულიკიანს ოქტომბრის არჩევნებამდე ამ კუთხით გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ცხვრის კატარალური ცხელების არსებობა არ დასტურდება
შემდეგი სტატიაპესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია