თეა წულუკიანი რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს ანა ბირჩალს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს; ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე, მიგრაციასა და ტერორიზმის საფრთხეებზე.
შეხვედრას რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დუმიტრუ ბადეა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი ესწრებოდნენ.
რუმინეთის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, რომელიც გუშინ გაიხსნა. ანა ბირჩალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები მიმდინარე კვირაში დასახელდება