თეა წულუკიანი: „პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს“

თეა წულუკიანი: „პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს“-ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ისტორიული და ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. პროკურატურა დღეს არის თვისობრივად სხვა, ვიდრე მე და თქვენ და ყველას ჩაგვბარდა ეს ოთხი წლის წინ; ის აღარ არის ტერორის ინსტრუმენტი და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთავარი პროკურორი მართავს ისეთ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქის ინტერესზე და მორგებულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესზე. თუმცა, ბევრი ნაბიჯი არის კიდევ წინ გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურის ორგანოები ჩამოყალიბდნენ ნამდვილ თანამედროვე სტრუქტურად. მთავარი გამოწვევა − და თქვენ ეს იცით, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს − ეს არის ის, რომ სპეცდეპარტამენტს, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, არ აქვს საკმარისი რესურსი − არც ადამიანური, არც ფინანსური, რომ გასწვდეს იმ ოდენობას უსამართლობების, რაც მათ წინაშე საქმეების სახით არის წარმოდგენილი. თუმცა, თქვენ ბოლო დღეებშიც ნახეთ, რომ ნელი ტემპით, მაგრამ არაერთი გახმაურებული და ჩვენთვის ჯერ კიდევ ოპოზიციის დროიდან მტკივნეული საქმე შევიდა პროკურატურაში გადასინჯვის მოთხოვნით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში(video) წულუკიანი ხოშტარიას: მე რომ წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე „ძველბიჭობდით“
შემდეგი სტატია„არ მეყოფა დრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის