თეა წულუკიანი: პროცესებს რაც 3 წელია მიმდინარეობს ვერაფერი წინ ვერ დაუდგება

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

NATO-ს კომუნიკე დღეს ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა ძალიან მალე გახდება.

“ჩვენთან რეფორმები გაგრძელდება და არა იმიტომ, რომ ვინმემ გარედან მოითხოვა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ნება და ქართველი ხალხის ნება, რომ იცხოვროს უკეთეს და უფრო ძლიერ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ვერც მართლმასაჯულების რეფორმას და ვერც იმ პროცესებს, რაც 3 წელია მიმდინარეობს ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. ღრმად მწამს არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე თავად NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესი გახდეს მათთვის კიდევ უფრო სასურველი და რათქმაუნდა ასეთ შემთხვევაში საქართველო დათანხმდება,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ფანჯიკიძე: ალიანსი შემდეგ ნაბიჯად ასახელებს MAP-ს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად გაცდა კანონით დადგენილ ფარგლებს