თეა წულუკიანი: მოსამართლეს ვიღაცამ საავადმყოფოში განჩინებაზე ხელის მოწერა აღარ უნდა აიძულოს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი სასამართლოსთან დაკავშირებული კანონებში არსებული ხარვეზებზე საუბრობს.

წულუკიანმა ამ კონტექსტში გიგი უგულავას საქმის მოსამართლე, მერაბ ტურავასთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი გაიხსენა.

„რაც მინდა საჯაროდ თქვა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონებში არსებული ხარვეზების გასწორება, ჩვენ აღარ უნდა მოგვიწიოს ისეთი რეალობის წინაშე დავდგეთ, როდესაც მოსამართლეს ვიღაც საავადმყოფოში აიძულებს, რომ განჩინებას ხელი მოაწეროს. ეს რა თქმა უნდა, იმ ნების და პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა, რომელიც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ კანონიც არ არის ერთაზროვანი”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა გადაწყვეტილება დაგვიანებით გამოცხადდა. ამის მიზეზი მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობა გახდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავას საავადმყოფოში მიაკითხა და გადაწყვეტილებაზე ხელი იქ მოაწერინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: უბნის ინსპექტორს ოჯახის მეგობრის ფუნქცია ექნება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: სპეცუბნები მომავალ არჩევნებზე აღარ იქნება განხილვის თემა