თეა წულუკიანი: გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე, სად არის ჭეშმარიტება

გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმიანობას. ის, რომ ამ საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება. თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით გავიარეთ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. მჯერა დღევანდელი დღეც იქნება მშვიდი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაია-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რა თქმა უნდა, ხმა მივეცი “ქართულ ოცნებას“