თეა წულუკიანი : გიორგი პაპუაშვილს სურს მანდატის ამოწურვამდე თავი დაგვამახსოვროს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს სურს, მანდატის ამოწურვამდე თავი დაგვამახსოვროს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს.

„ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, მივიდეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან. რაკი იცლის არასამთავრობოებთან და სხვა პირებთან შესახვედრად, პირველ რიგში უნდა მოიცალოს იმისთვის, რომ თუ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიმართოს პროკურატურას. პაპუაშვილისთვის საგამოძიებო ორგანოების კარი არის ღია“,-აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე.

„ერთ-ერთ გამოწვევად მე სასამართლოს თავმჯდომარის მანდატსაც ვაფასებ, რომელიც დასრულების პროცესშია. მაქვს ვარაუდი, რომ თავმჯდომარე მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს. ეს მოსამართლეებისთვის გამოწვევაა. მე მჯერა, რომ პირველი ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო დეპოლიტიზებული გახდება“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია ერდოღანს პასუხობს
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება