თეა წულუკიანი : 8 ოქტომბერს ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან გადაწყვეტს პარტიების და პოლიტიკოსების ბედს (ვიდეო)

“თუ თქვენ ამომრჩევლები იტყვით, რომ მოგენატრათ “ნაციონალები” და ისინი უნდა დაბრუნდნენ,”ქართული ოცნება ამ ვერდიქტს დამორჩილდება”-ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. წულუკიანი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლას და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მხარდამჭერთა დახვედრას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო მიეყვანა ქუდზე კაცი და 200-მდე ადამიანი დახვდა ლევან ვარშალომიძეს. მინისტრის თქმით, ეს არის ის რაოდენობა ადამიანებისა,რომელიც ვარშალომიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას”უჭერს მხარს.

წულკუკიანი ამბობს, რომ პარტიების და პოლიტიკოსების ბედს ამომრჩეველი 8 ოქტომბერს საარჩევნო ურნასთან გადაწყვეტს.

 

https://www.youtube.com/watch?v=ka8oDi9WA7w&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშინატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები გაზარდეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს დარკო პაიოვიჩს შეხვდა