თბილისში წუხელ დათვის ბელს ეძებდნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე იყალთოს ქუჩიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ დათვის ბელი შენიშნა.

„ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია პატარა დათვი იყალთოს ქუჩაზე. შემთხვევის ადგილზე გავიდა რამდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც. ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის მტაცებელი ცხოველი“, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

ძებნა გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა დათის ბელი ვერ იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიერაყის პრემიერი თურქეთს აფრთხილებს
შემდეგი სტატიალაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს