თბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება – კალაძე

ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარსიხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს.” განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს – კალაძე
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინ მაღაზია ექნება