თბილისში სულ 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტის მიხედვით, თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

საქართველოს დანარჩენ რაიონებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან გაყოფის გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

პროექტის მიხედვით, 13 მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.

უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა გოგორიშვილი: „ოცნება“ ტყუის, როცა ცვლილების მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს
შემდეგი სტატიარონალდუ, მესი, შარაპოვა და სხვები პარიზის ტერაქტის შესახებ ვიდეოში (ვიდეო)