თბილისში შესაძლოა, რუსული კომპანია “Группа ГАЗ”-ის ავტობუსები შემოიყვანონ

news
: news თებერვალი 29, 2016 19:34

თბილისში შესაძლოა, რუსული კომპანია “Группа ГАЗ”-ის ავტობუსები შემოიყვანონ

უახლოეს მომავალში თბილისში შესაძლოა, რუსული კომპანია “Группа ГАЗ”-ის ავტობუსები შემოიყვანონ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ შარშან გამოვთქვამდით ეჭვს, რომ GazGroup-ის დანაშაულებრივად შემოყვანის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები ფარულად გეგმავდნენ “გაზელის” მარკის ავტომობილების შეძენას. გასულ წელს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა შეიძინა ათეულობით “გაზელი,” რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ახალი ავტომობილების პრეზენტაციაზე პირადად იმყოფებოდა დავით ნარმანია, მაგრამ რუსული წარმოების ავტომობილების შესახებ არც არაფერი თქმულა. ქალაქის მერმა სცადა ინფორმაციის დამალვა“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ სამომავლოდ GazGroup-ს სერიოზული გეგმები აქვს და შემდეგ ეტაპი იქნება სამაშველო და სახანძრო სამსახურებისთვის „გაზელების“ შესყიდვა, რუსული კომპანიის ბიზნესის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპეც-ავტომობილები.

„სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია “სტრადა აუტოს” დირექტორი დავით ზაუტაშვილიც და ის არ გამორიცხავს, რომ „газ-ის“ ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს და შესაძლოა, თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერითაც დაინტერესდეს, ვინაიდან რუსული „газ-ის“ წარმოების ავტობუსები

დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება. ასე რომ, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ დედაქალაქელებმა მალე „газ-ის“ ავტობუსებით იმგზავრონ“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციის ინფორმაციით, GazGroup-ის პროდუქცია – გაზელის ავტომობილები წარმოადგენენ ძალიან დაბალი კლასის ავტომობილებს. ამიტომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, არის სიცრუე.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქციით საგანგებო-სამაშველო სამსახურების აღჭურვას, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ფატალური შედეგების მიზეზი. მოვითხოვთ: 1. აეკრძალოს ბიზნესსაქმიანობა GazGroup-ს საქართველოში, ვინაიდან ის არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. 2. შესწავლილ იქნას, რა სამართლებრივი საფუძვლით გახდა “სტრადა აუტო” რუსული კომპანიის წარმომადგენელი. 3. სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიწავლონ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვის პროცესის კანონიერება. 4.ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთონ საჯარო განმარტება, აღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივი ფაქტის შესახებ“, – ნათქვამია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.

news
: news თებერვალი 29, 2016 19:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics