“თბილისში შემოჰყავთ რუსული კომპანია “yandex taxi”, რომელიც აპირებს არსებული ბაზრის მონოპოლიზებას”

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ოლიგარქ ივანიშვილს მორიგი რუსული კომპანია შემოჰყავს საქართველოში, რომლის უკანაც თავად დგას, წილი კი ფორმალურად სხვაზეა გადაფორმებული.

“თბილისში შემოჰყავთ რუსული კომპანია “yandex taxi”, რომელიც აპირებს არსებული ბაზრის მონოპოლიზებას, შედეგად ათი-ათასობით თვიდასაქმებული ჩვენი თანამემამულე ტაქსისტი დაკარგავს სამუშაოს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს. სწორედ, ადგილობრივი ტაქსისტების შესაზღუდად და გასაჩერებლად აპირებს კორუმპირებული მერია შემოიღოს მკაცრი რეგულაციები და მაღალი სალიცენზიო მოსაკრებელი. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ ორგანიზებას გავუწევთ საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ტაქსის ადგილობრივ თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში კი დაბლოკონ ქალაქის ქუჩები”,- განაცხადა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა უკრაინაში პირველი ექსპრეს-ქორწინება ჩაატარა