“თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ფაქტები, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„თბილისში შეიარაღებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს ხელისუფლების უპასუხიმგებლო პოლიტიკაზე მიუთითებს. სად არის ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი? საერთოდ შთაბეჭდილებას თუ მაინც ტოვებს, რომ ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?! სახელმწიფო დღეს მხოლოდ ოჯახებში მასიურად იარაღის ჩადებითაა დაკავებული და ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც არსებობს. კალაძეა ის ადამიანი, რომელსაც წინასაარჩენოდ ქუჩა აქვს ჩაბარებული, მას ეს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და შუაგულ თბილისში ახალგაზრდებს ერთმანეთს ახოცინებს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ 9 ოქტობრიდან სახელმწიფო თითოელულ მოქალაქეს დაიცავს.“- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საარჩევნო გარემო უკეთესია, ვიდრე ეს 2012 წლამდე იყო
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობაში” გაუმკლავდებიან ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანს, როგორიც სააკაშვილია”