თბილისში, სავალუტო ჯიხური გაქურდეს – ქურდებმა გვირაბით ისარგებლეს

ვაჟა ფშაველას პირველ კვარტალში სავალუტო ჯიხური და მის გვერდით მდებარე მაღაზიის კედელი გამოთხარეს. სავალუტო ჯიხურში, სავარაუდოდ, სარდაფიდან, შეაღწიეს. არსებული ინფორმაციით, დაკარგულია 100 ლარი. როგორც ამბობენ, კედელს მძარცველები სამი დღის განმავლობაში თხრიდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ქურდობა კარგა ხანია, არ დაფიქსირებულა.
როგორც „თაიმერს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლითაა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე დაცვის დანიშვნაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაგიორგი მამალაძის ბრალდების საქმე სასამართლოში განსახილველად წარიმართა