თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება

თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საახალწლო გალა კონცერტისთვის, რომელიც “ვარდების მოედანზე” 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 227 ათასი ლარი გამოიყოფა.

„საახალწლო კონცერტებისთვის საერთო ჯამური ბიუჯეტი არის მილიონ 487 ათასი ლარი, თუმცა ეს არის მერიის საერთო ბიუჯეტი და არა მხოლოდ კულტურის სამსახურის, ეს არის ჯამური ბიუჯეტი, რომელშიც შედის კულტურის სამსახური, სპორტის სამსახური, კეთილმოწყობა, ადმინისტრაცია და პიარი, ეს არის მერიის სახალხო დღესასწაულის ჯამური ბიუჯეტი. რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი ბიუჯეტი არის 227 ათასი ლარი“, – განაცხადა ია მაქაცარიამ.

banner
წინა სტატიაშიფოთში 50-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს
შემდეგი სტატია“თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი”