თბილისში პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდ tp.ge-ზეა შესაძლებელი

თბილისში პარკირების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სპეციალურ ვებგვერდზე – tp.ge-ზეა შესაძლებელი.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება როგორც ჯარიმის, ასევე, პარკირების საფასურის გადახდაც.

„ამოქმედდა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, რომლის მეშვეობით, მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ასევე პარკირების საფასურის გადახდას. გარდა ამისა, გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლოების მქონე “მეტრომანი” – დედაქალაქის მერია კონკურსს აცხადებს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე პარლამენტში დღესაც არ მივიდა