თბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, მერის დავალების შესაბამისად, ორი კვირის ვადაში შემუშავდა ნარჩენების გატანის ღამის საპილოტე რეჟიმზე გადასვლის გარკვეული ჩარჩო, რომელსაც დეტალურად კვირის ბოლოს წარმოადგენენ. მისივე თქმით, თბილისში ნაგვის ურნებს სრულად 21:00 საათის შემდეგ დაცლიან.

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას გარკვეული სქემების, მარშრუტების, დროისა და რეჟიმების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება დასუფთავების მანქანების ღამით მუშაობასთან. დაგვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა იმ უბნებში, სადაც საპილოტე პროექტი განხორციელდება.

ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნება. მას შემდეგ, რაც საპილოტე პროექტი განხორციელდება ცენტრალურ უბნებში და ქუჩებში, ეს შეიძლება განხორციელდეს თბილისის სხვა უბნებზე. პროცესის დაწყების თარიღი გვეცოდინება უახლოეს დღეებში. ზოგადად კი, 21:00 საათის შემდეგ მოხდება ნაგვის ურნების მთლიანი დაცლა“, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში პირველ ეტაპზე, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილზე ქონების გადასახადი 2018 წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიანახევარი მილიონი საახალწლო ღონისძიებების რეკლამირებისთვის – “ენმ” აუდიტის სამსახურს მიმართავს