თბილისში მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა – 13 წლის ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს [ვიდეო]

თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა.როგორც საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის ჩამოყვანა უვნებლად შეძლეს. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასოსო გოგაშვილის ცოლის დების სახელზე გაფორმებული ქონება