თბილისში მინიმარკეტი გაქურდეს

ქურდობა თბილისში – შემთხვევა გამთენიისას ვარკეთილში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველებისა და ექსპერტ კრიმინალისტების მობილიზება ადგილზე დაახლოებით დილის 6 საათიდან მოხდა.

ადგილობრივების განმარტებით, ღამის საათებში მაღაზია არ მუშაობს და სავარაუდოდ იმ დროისთვის ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროსი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლის ემოციური „ფეისბუქპოსტი“
შემდეგი სტატიასტრუქტურული ცვლილებებისკენ არის დროული – ლევან იზორია