თბილისში მგელი დაიჭირეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2017 16:32

თბილისში მგელი დაიჭირეს

მნიშვნელოვანი

  • თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. როგორც  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.

სხვა სტატიები

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. როგორც  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განაცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.

„გუშინ, ღამის საათებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ შემჩნეულ იქნა მგელი. სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილას და სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით მოახდინეს მგლის დაძინება ( გაბრუება ) და დაჭერა“, – განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მგელი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება, სადაც მას შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2017 16:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics