თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს რუსეთიდან ერევანში მიმავალი ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაღუპული არიან მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომი მგზავრები და მძღოლი.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას საახალწლო მილოცვა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს მიულოცა