თბილისში მამამ 24 წლის შვილი მოკლა

მკვლელობა თბილისში. ორთაჭალაში მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ბერძენის ქუჩაზე მცხოვრები შამოევების ოჯახში მომხდარი ამ საზარელი შემთხვევის მოტივი უზნობია, თუმცა როგორც მეზობლები აცხადებენ, შესაძლოა ამის მიზეზი ურთიერთელაპარაკება ყოფილიყო.

მამა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, ცხედარი კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე გვიან ღამემდე კრიმინალისტები მუშაობდენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა