თბილისში მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. სამინისტროს ცნობით, ბავშვს დაზიანებები არ აღენიშნება, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ კი სახლში გაწერეს. რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის საავადმყოფოშია მოთავსებული, რადგან დაკავების დროს გაქცევა სცადა და ფეხი მოიტეხა.

შს ცნობით, მამაკაცი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია დამატებითი ექსპერტიზები.

banner
წინა სტატიაში“მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობების დატოვებას მომავალ კვირაში გადაწყვეტენ