თბილისში მაღაზია “ნიკორა” დააყაჩაღეს

ყაჩაღობა თბილისში – ისანში, გორგასლის ქუჩაზე მაღაზია “ნიკორა” დააყაჩაღეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის უცნობია რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში და რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს თავდამსხმელებმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატიანაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს