თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

22-23 აპრილს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე  ”კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება საქართველოში”.  ორდღიანი კონფერენცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით ტარდება და მასში 100-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ სტუმრებს შორის არიან:  Ericsson-ისადა TeliaSonera-ს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ბიზნესეთიკის ექსპერტები სათაო ოფისიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ხელმძღვანელი ნიუ იორკის სათაო ოფისიდან, პოლონეთის გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები, და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი.

კონფერენციის ფარგლებშიმი მოხილული იქნება კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტები, საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივები.  კონფერენციის პირველ დღეს ასევე დაფუძნდება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი საქართველოში.
კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კონფერენციის პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება და ამერიკის სავაჭრო პალატა  საქართველოში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე პოლიტიკაში მიდის?
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება