თბილისში ხვალ ჩინეთიდან წამოსული პირველი მატარებელი შემოვა

ხვალ, 10:30 საათზე, თბილისში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი შემოვა. მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნება “აბრეშუმის რკინიგზა“.

საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მატარებელს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდება.

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა.
ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია – ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.

წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.
პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება.

banner
წინა სტატიაშიუახლესი ამერიკული გემი ღია ზღვაში გაფუჭდა
შემდეგი სტატიამუამმარ კადაფის შვილი გაიტაცეს