თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი შეკეთდება

თბილისში ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი შეკეთდება. როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო მეტალის კიბის შეღებვას და ა.შ.

“ფასადის შეკეთება იგეგმება იმ ბაღებში, რომლებშიც ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა. ესენია: №197, №54, №112, №121 და №115 ბაღები. ფასადის შეკეთების სამუშაოების შესრულების ვადად 15 ივნისიდან – 30 აგვისტომდე განისაზღვრა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 916 ლარს შეადგენს”, – განაცხადეს მერიაში.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მოკლული ქალის ნათესავები, მკვლელობაში ყოფილი ქმრის მონაწილეობას უარყოფენ
შემდეგი სტატიაზაზა პაპუაშვილი რესპუბლიკელებს “ხალხზე ძალადობაში” ადანაშაულებს