თბილისში იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ჩამოდის

თბილისში იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მომღერალი ნინო სურგულაძე ავრცელებს.

“ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, შეუერთდება მსოფლიო კინო-ლეგენდა მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი მხარი დაუჭიროთ ”ნატვრის ხეს” და ჩვენთან ერთად იბრძოლოთ პატარების სიცოცხლის გადასარჩენათ, მოგვმართეთ”, – აღნიშნულია განცხადებაში. .

banner
წინა სტატიაშიიაპონიის სამაპიროსთან მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიალევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს