თბილისში ინტერპოლის გენერალური სამდივნოს კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის, “მილენიუმის” კონფერენცია გახსნა.

სასტუმრო “ამბასდორში” მიმდინარე კონფერენციაზე მინისტრმა 24ქვეყნის 58 დელეგატს სიტყვით მიმართა და უწყების მიერ საერთაშორისო სააპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

“ჩვენ ქვეყენას ამ პროექტის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეკრების მიზანია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარება და უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იმედი მაქვს, ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით დაძლეული იქნება ის გამოწვები, რომელთა წინაშე დგას მსოფლიო. იმედი მაქვს, ეს შეხვედრაც საერთაშორისო კრიმინლათან ბრძოლის საქმეშუ თავის წვლილს შეიტანს ” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ეკონომიკა რეგიონში წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი : ვიდრე მინისტრი ვარ, ეჭვმიტანილს ან დამნაშავეს ხელს ვერავინ დააფარებს