თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა დაუდასტურა.

მისი თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.ფოტოები საზოგადეობრივს საავადმყოფოში მყოფმა პაციენტმა მოაწოდა.

 

 

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი
შემდეგი სტატიაინფექციური საავადმყოფოს მიმართულებით განხორციელებული სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო