„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო. სპეციალური ტექნიკის დახმარებით ყოველდღიურად მოირეცხება თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი.
გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები სეზონურია და მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე – ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს.
გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები სრულდება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; მშრალი ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაქტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; სულხან-საბას ქუჩა; ამაღლების ქუჩა; გიორგი ლეონიძის ქუჩა; თავისუფლების მოედანი; პავლე ინგოროყვას ქუჩა; უსახელოს ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა; არნოლდ ჩიქობავას ქუჩა; გიორგი ჩიტაიას ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან წამებულის გამზირი; მოსკოვის გამზირი; ვარკეთილის დასახლება – ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება – ცენტრალური ქუჩები; ჯორჯ ბუშის ქუჩა; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; ნავთლუღის ქუჩა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; ლიბანის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ვეკუას ქუჩა; ომარ ხიზანიშვილის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; პეტრე ქავთარაძის ქუჩა; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა; მარშალ გელოვანის გამზირი.