თბილისში დღეიდან საახალწლო ღონისძიებები იწყება

თბილისში დღეიდან საახალწლო ღონისძიებები იწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, ძლიერი ქარის გამო გახსნის ცერემონია შესაძლოა, რამდენიმე საათით გადაიდოს, ძლიერმა ქარმა ადგილზე გაშლილი კარვები დააზიანა. ამჟამად ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, რათა პრობლემა მოგვარდეს.

საახალწლო ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით დღეს პირველი კონცერტიც უნდა გაიმართოს. მომღერლებმა გენერალური რეპეტიცია გუშინ გაიარეს.

banner
წინა სტატიაში„ის პრემიერმინისტრიც იქნება ღარიბაშვილი ორი ან ღარიბაშვილი სამი”
შემდეგი სტატიაშობის დღესასწაული ვატიკანში მესით აღნიშნეს