თბილისში დაკარგული 12 წლის მოზარდი ქეთევან ქურდოვანიძე სამართალდამცველებმა იპოვეს. ფაქტი “თაიმერს” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანი თბილისში იპოვეს. ის თავს კარგად გრძნობს.
გაუჩინარებული მოზარდი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
ქეთევან ქურდოვანიძის ოჯახის ინფორმაციით, ის სახლიდან გუშინ 19:00საათზე გავიდა, რის შემდეგადაც სახლში არ დაბრუნებულა.