თბილისში ანკარის ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

ის დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.

banner
წინა სტატიაშიციხისძირში დაკავებულებს ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ
შემდეგი სტატიანატოს შტაბ-ბინაში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს