თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა

Crime Scene

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევაზე საუბარი არ სურთ გარდაცვლილის მეზობლებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაპირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება