თბილისში 6 ივლის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის

თბილისში 6 ივლის ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ავრცელებს.

თბილისში ყოფნის დროს სახელმწიფო მდივანი გამართავს შეხვედრებს და ასევე პრემიერთან ერთად უხელმძღვანელებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას.

„ამდაგვარი ვიზიტი მოიცავს ძალიან ფართო წრეს საკითხებისა, რომელიც შეეხება თანამშრომლობას, როგოც თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც ნაბიჯების გადადგმას,“- განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრენები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით აღდგა
შემდეგი სტატია„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვთ