თბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ

თბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ

თბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენთბილისის ვიცემერის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, EBR-ის დაფინანსებით თბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ.

მისივე თქმით, დეკემბრამდე, სწორედ EBR-ის მიერ გაწერილი ტექნიკური პროცედურებით მოახდენს მერია ტენდერის გამოცხადებს და სავარაუდოდ ტენდერში გამარჯვებული თებერვალში გამოვლინდება.

„ვფიქრობთ, რომ 2016 წლის ივლისისთვის ახალი ავტობუსები გამოჩნდება თბილისის ქუჩებში. პირველ ეტაპზე საუბარია 200 ერთეულ 12 მეტრიან, CNG საწვავზე – ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსებზე. ამის პარალელურად, ჩვენ EBR მოგვეხმარება ახალი სამარშრუტო სქემის შედგენაში და იმ კვლევის მომზადებაში, რომელმაც უნდა გვიკარნახოს თუ მომავალში როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი თბილისში – უნდა იყოს ისე, როგორც არის დღეს, ანუ მუნიციპალურ საკუთრებაში, თუ შეიძლება იყოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ლექვინაძემ GS-ის ეთერში, 2030-ში საუბრისას.

მისივე თქმით, ზოგიერთ მარშრუტზე შესაძლოა საავტობუსო ხაზები გაკეთდეს, რაც ავტობუსების მგზავრებისთვის უფრო კომფორტულს გახდის გადაადგილებას. ლექვინაძის თქმით, ტენდერის მოთხოვნებში ჩაიდება მუხლი, რომლის მიხედვითაც ახალი ავტობუსები შშმ პირებისთვის უნდა იყოს ადაპტირებული.

banner
წინა სტატიაშირადიო “თავისუფლების” ევროპული ბიურო “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი:”ხორცმეტები, ტვინთხელები”