თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” სს “თელასიდან” აცნობეს, მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, ასათიანის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბოცვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, გაგრის, ვეკუას, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, რიონის, ფოცხიშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, ულიანოვის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, სოფელ გლდანის, მუხიანის აგარაკების, ავშნის, ფირცხალავას, მონადირის და ანტონ მეორეს ქუჩების მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის, კიკეთის, ბეთანიის, წავკისის, დიდების და სამადლოს მცხოვრებლებს.

კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. ელექტრომომარაგება აბონენტებს სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის “მე და საზოგადოების” დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა
შემდეგი სტატიათუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო შეიკრიბება