თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თბილისის შემოვლით გზაზე ერთმანეთს „ჰონდასა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

„ჰონდას“ მარკის ავტომობილის საჭესთან მჯდარი ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი შემცირებულია
შემდეგი სტატია,, ძლიერი კერა რჩება წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე, მთელი ავიაციის რესურსი ახლა სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული”