თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. წყნეთში, ბეთნიაში, კოჯორსა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

ადგილზე რჩება ტექნიკა და საჭიროების შემთვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებმა „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 უნდა დარეკონ.

banner
წინა სტატიაშიდღეს წყდება თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : “ქვეყნის დემოკრატიის მომავლის ბედი წყდება უზენაეს სასამართლოში”