თბილისის საქალაქო სასამართლომ გია უდესიანის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა

გია უდესიანითბილისის საქალაქო სასამართლომ გია უდესიანის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა, მას პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.

აღნიშნულ განაჩენს დაცვის მხარე არ ეთანხმება. უდესიანის ადვოკატის, ბექა ბასიალიას განცხადებით, სასამართლოს მსგავსი განაჩენი არ უნდა გამოეტანა:

“საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება გიორგი უდესიანის წინააღმდეგ. მეტიც, წარმოდგენილი ჩვენებები ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში. ბრალდების მხარე იზიარებს აწ გარდაცვლილი ბესარიონ ხარძიანის ჩვენების ერთ მესამედს, ორ მესამედთან დაკავშირებით კი არანაირი შეფასებას არ აკეთებს. შესაბამისად, არანაირი აღმკვეთი ღონისძიება გიორგი უდესიანისთვის შეფარდებული არ უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ბასილაიამ.

ბრალდება მოსამართლის სწორ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ აღკვეთი ღონისძიების მსგავსი სახე დამდგარიყო.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშში ჭექა-ქუხილმა უკანასკნელი 2 დღის მანძულზე 50 ადამიანი მოკლა
შემდეგი სტატიავინ არიან და რას საქმიანობენ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრები