თბილისის საქალაქო სასამართლომ დენის უკანონო გაძვირებასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის შუამდგომლობა და დენის უკანონო გაძვირებასთან დაკავშირებით დანიშნა კომპლექსური ექსპერტიზა. გარდა ამისა, სასამართლომ “გრიფით ” საიდუმლო მოუხსნა “თელასის“ გაყიდვასთან დაკავშირებულ მთელ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ” მე მოვუწოდებ ხელისუფლებას! რამენაირად არ ჩაერიოს ობიექტური ექსპერტიზის საქმიანობაში. სამხარულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ვთხოვთ გაისიგრძეგანონ პასუხისმგებლობა ერისა და ბერის წინაშე. ჩვენ შევპირდით ამ მთავრობას, რომ არ ვაპატიებთ სხვა ცოდვებთან ერთად დენის ტარიფის უკანონო გაძვირებას და ამ დაპირებას შევასრულებთ. სასამართლო გზით თუ უახლოესი არჩევნების გზით, ჩვენ დავამყარებთ სოციალურ სამართლიანობას ამ საკითხშიც და მთლიანად ქვეყანაშიც”. – განაცახადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეფორმები იქნება კატასტროფული, თუ მათ მხოლოდ ექსპერტების დახმარებით ახორციელებთ
შემდეგი სტატიათურქმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს