თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სარჩელის საპასუხოდ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო, დღეს 15:00 საათზე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სარჩელის საპასუხოდ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
როგორც ”თაიმერს” „საქართველოს რკინიგზელთა“ ახალი პროფკავშირიდან აცნობეს, პროფკავშირები შსს-ს მიერ სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან კარვების გაშლის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ, რაც მათი თქმით, უზენაესი კანონითაა გარანტირებული.
”უკვე მე-10 დღეა, სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან 16 ადამიანი შიმშილობს. პროტესტის მთავარი მიზეზი რკინიგზაში როტაციის წესით თანამშრომელთათვის სამუშაოს ადგილმდებარეობის შეცვლაა. რკინიგზელები სს “საქართველოს რკინიგზის” რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ვასილ ხორავას და პრესსპიკერის დაჩი ცაგურიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ”, – განმარტავენ საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში.
მათივე ინფორმაციით, დღეს 18:30 საათზე, სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან მოშიმშილეთა მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიურეკისა და შეკვეთილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 155 000 ათას ლარს შეადგენს
შემდეგი სტატიამახათას მთაზე ბალახებს ცეცხლი გაუჩნდა-ადგილზეა 10 მეხანძრე-მაშველი