თბილისის საკრებულოში, “პარტიზანი მებაღეების” წევრები მივიდნენ

თბილისის საკრებულოში, “პარტიზანი მებაღეების” წევრები მივიდნენ. ისინი საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის 1 ლარად მიწების გადაცემას ეხება.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატა ფერაძე მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის საკრებულოში მივიდნენ, რათ არ მისცენ მმართველი გუნდის დეპუტატებს საშუალება გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს.

„ეს უნდა გავაჩეროთ, მე მოვუხმობ ყველას, ჯერ კიდევ არის დრო, მოვიდნენ და დავიცვათ თბილისი. მერე facebook-ზე წუწუნი, რომ ეს რას გვიშვრება ბიძინა ივანიშვილი, არის გვიანი. სასწრაფოდ ყველა საკრებულოში, ძალიან მძიმე წუთებია,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის საკრებულოს სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. სამართალდამცველებს საკრებულოს ორივე შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში ცოტა ხნის წინ მოხდა. სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის ორი ნაკვეთის გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ.

საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

პუშკინის სკვერის ქვეშ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაში„ეს არის ძარცვა კანონის სახელით“
შემდეგი სტატიაეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე