თბილისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, დავით გასოევი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთმოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე თავსიფლების აღკვეთას.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დევდორაკის გზაზე გავლა ორი კვირაში იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიამთავრობის სხდომაზე აჭარაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს